ირაკლი აბუსერიძემ 182-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მედლებით დააჯილდოვა

24 ოქტომბერი 2019
ირაკლი აბუსერიძემ 182-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მედლებით დააჯილდოვა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე 182-ე ბაგა-ბაღში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. საბავშვო ბაღში დეპუტატთან ერთად მძლეოსანი და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ. სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებმა მოწვეულ სტუმრებს სპორტული და შემეცნებით-გასართობი აქტივობები წარმოუდგინეს. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი აბუსერიძემ ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები მედლებით დააჯილდოვა და პატარებს მომავალში წარმატებები უსურვა.

„დღევანდელი ღონისძიებისთვის, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო 182-ე ბაგა-ბაღის პედაგოგებს. მათ უდიდესი ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში. დიდი მადლობა ჩვენს პატარებსაც, რომლებმაც თავიანთი გულწრფელი ღიმილითა და საინტერესო წარმოდგენებით დღე გაგვილამაზეს. სტუმრობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, ლაშა ტალახაძეს, რომელიც ჩვენი მომავალი თაობისთვის სამაგალითოა“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

გალერეა

  • ირაკლი აბუსერიძემ 182-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მედლებით დააჯილდოვა, 2019 წლის 24 ოქტომბერი