მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაზისუბანში ახალი სკვერი გახსნა

12 ივნისი 2019
მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაზისუბანში ახალი სკვერი გახსნა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი აბუსერიძემ საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად ვაზისუბნის მე-4მ/რ-ის მე-2 კვარტალში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე გახსნა.

ირაკლი აბუსერიძემ ყურადღება გაამახვილა რაიონის ეკოსისტემაზე და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები და ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები.

დეპუტატებმა პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციები მოინახულეს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

„მწვანე პოლიტიკის განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა გულისხმობს სუფთა ჰაერს და ჯანსაღ გარემოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობის და განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

გალერეა

  • მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაზისუბანში ახალი სკვერი გახსნა, 2019 წლის 12 ივნისი