ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნორვეგიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ

25 აპრილი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნორვეგიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი და ნორვეგიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რატი იონათამიშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილეს, ვეგარდ სტენსრუდს შეხვდნენ.

ნორვეგიელი დიპლომატი, რომლის რეზიდენცია ბაქოში არის განთავსებული, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებით და საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდა.

დავით მათიკაშვილმა, სტუმარს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობის გამყარება და მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გამართვა. ამ მიზნით, მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაცია ნორვეგიის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ვიზიტს გამართავს, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილება.

გალერეა

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნორვეგიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ, 2018 წლის 25 აპრილი
  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნორვეგიის ელჩის მოადგილეს შეხვდნენ, 2018 წლის 25 აპრილი