ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

18 სექტემბერი 2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები სოფიო ქაცარავა, ირინა ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს საკითხებზე მომუშავე მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და საქართველოს მიერ მონიტორინგის ვალდებულებების შესრულების საკითხს.

სტუმრები განსაკუთრებით  საარჩევნო სისტემასა და მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმით დაინტერესდნენ. 

„უკვე მესამე დღეა ევროსაბჭოს მონიტორები საქართველოში იმყოფებიან. ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ზოგადად ევროსაბჭოს ყურადღების ქვეშ ექცევა. დღეს შემაჯამებელი შეხვედრა გვქონდა, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხთან და შეხვედრასთან მიმართებაში, რაც ამ სამი დღის განმავლობაში მათ მოისმინეს და კიდევ ერთხელ გავეცით პასუხები მათ კითხვებს. საკითხები ეხებოდა საარჩევნო სისტემას და მართლმსაჯულებას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალერეა

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2019 წლის 18 სექტემბერი