ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ანდრეს მამიკინსს საქართველოში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს

24 ივლისი 2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ანდრეს მამიკინსს საქართველოში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს

ანდრეს მამიკინსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ირინე ფრუიძესთან და ნინო წილოსანთან შეხვედრაზე დაინტერესდა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებით და სამომავლო გეგმებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს და საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას.

სტუმარი დაინტერესდა ახალი საარჩევნო სისტემით, რომელზეც საქართველო გადავა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ასევე ვისაუბრეთ რეგლამენტის რეფორმაზე. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესების და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირინე ფრუიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ირინა ფრუიძის ინფორმაციით, ევროპარლამენტარმა ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით. „მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა ყველა დაინტერესებულ პირს, ვისგანაც შეეძლო მიეღო ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი გეგმების შესახებ. ვფიქრობ მისი დასკვნა იქნება პოზიტიური“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

გალერეა

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ანდრეს მამიკინსს საქართველოში არსებულ პროგრესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს, 2018 წლის 24 ივლისი