ეთიკის საბჭო დებულებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ფორმების დახვეწაზე მუშაობს

17 სექტემბერი 2019
ეთიკის საბჭო დებულებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ფორმების დახვეწაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. საბჭოს წევრებმა ეთიკის საბჭოს დებულებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ფორმების შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ეთიკის საბჭოს დებულებაზე და სხვადასხვა დოკუმენტის, მათ შორის, საჩივრის, სარეკომენდაციო ბარათის, საჩუქრის რეგისტრაციის ფორმებზე, რაც ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ ეთიკის საბჭომ დაიწყოს რეალურად მუშაობა, მიიღოს და განიხილოს საჩივრები. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ უფრო დავხვეწეთ ის დოკუმენტები, რომელიც ზაფხულში შევიმუშავეთ. უახლოეს დღეებში დავამტკიცებთ მათ“, - განაცხადა საბჭოს წევრმა ირინე ფრუიძემ.

პარლმენტის ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის დადგენილებით შეიქმნა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში 14 დეპუტატია.

გალერეა

  • ეთიკის საბჭო დებულებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ფორმების დახვეწაზე მუშაობს, 2019 წლის 17 სექტემბერი