პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ოფიციალური ახსნა-განმარტება მოისმინა

11 ივლისი 2018

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მეათე სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების გიორგი მაღრაძის, სოფო ბელქანიას და გიორგი ცინცაძის ოფიციალური ახსნა-განმარტება მოისმინეს.

გიორგი მაღრაძემ და სოფო ბელქანიამ მათ მიერ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე და ექპერტიზის დასკვნის დეტალებზე ისაუბრეს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ექსპერტების გამოკითხვის ძირითადი ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ექსპერტმა გიორგი ცინცაძემ სხდომაზე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კიდევ ერთი ექსპერტის, ნინო კვიწინაძის გამოკითხვა მორიგი სხდომისთვის გადაიდო, რომელიც სამშაბათს, 17 ივლისს გაიმართება.

ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ორი არასრულწლოვნის გამოკითხვას ჩაატარებს.

გალერეა

  • პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ოფიციალური ახსნა-განმარტება მოისმინა, 2018 წლის 11 ივლისი