ქვემო ქართლის საკრებულოს თანამშრომლებთან გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

25 ივლისი 2019
ქვემო ქართლის საკრებულოს თანამშრომლებთან გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო წილოსანმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივ საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს და ყურადღება ქალთა პოლიტიკურ პროცესებში და ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ნინო წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები გააცნო და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

გენდერულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ვაცნობთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა. მანვე შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გენდერული საბჭოს მიერ გაწულ საქმიანობაზე ინფორმაცია წარმოადგინა.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის გენდერული საბჭოს გეგმებზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც გენდერულ საკითხებს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი თვითმმართველობების ანალოგიური საბჭოები მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ და შესაძლებლობის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებები განახორციელონ. 

შეხვედრა ინტერაქტიულად, დისკუსიის ფონზე წარიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების, ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის საკითხებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გააქტიურების და ცნობიერების ამაღლების თემებით დაინტერესდნენ. ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადოების შეკითხვებს პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და გარკვეული რეკომენდაციები გააცნეს.

ქვემო ქართლის საკრებულოების ადგილობრივ საბჭოებთან პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრების შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

გალერეა

  • ქვემო ქართლის საკრებულოს თანამშრომლებთან გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 25 ივლისი