ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

12 სექტემბერი 2017
ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის პროექტი განიხილეს. როგორც აღინიშნა, ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, იზრდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობა. 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, ადამიანთა თავისუფლებისა და თანასწორობაზე დამყარებული სისტემის შექმნას გულისხმობს. ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებს, შეუძლიათ, კრიტიკული როლი ითამაშონ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე.

საქართველოში პირველად განიხილება და იგეგმება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიღება, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთობებს მომავალი წლების განმავლობაში განსაზღვრავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია მოიცავს არსებული მდგომარეობის ანალიზს, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსურ გარემოს განსაზღვრავს.

კონცეფციის მიღება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას მოყვება სამოქმედო გეგმა რაც ორმხრივ ვალდებულებებს აკისრებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. კონცეფციის პროექტის განხილვისას გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, განსაკუთრებით იმ საკითხების მიმართ, რომელიც სახელმწიფოებრივი განვითარების სხვადასხვა საკითხების მომზადებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის ფორმებს ეხება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ კონცეფციამ ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო აქტივობის ზრდას და მოქალაქეთა ჩართულობას ქცეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის.

კონცეფციის პროექტი გავრცელდება ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებს შორის.

დღეს გამართულ შეხვედრაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან - „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,“ „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი“ მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან დომენიკა სკუბიდა ესწრებოდა.

მომდევნო შეხვედრა 2017 წლის ნოემბერის დასაწყისში გაიმართება, რომელშიც როგორც სამუშაო ჯგუფის, ასევე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

გალერეა

  • ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, 2017 წლის 12 სექტემბერი