ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს განცხადება

24 მაისი 2019


საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საჭირო ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობის მიზნით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ქმნის დაინტერესებულ პირთა რეესტრს (კერძო სექტორი - ბიზნეს-ასოციაციები). 

რეგისტრირებული პირები საწყის ეტაპზევე მიიღებენ ინფორმაციას იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბიზნეს სექტორის საქმიანობაზე.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მეტ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გაუადვილებს მათ აუცილებელი ინფორმაციის მოძიებას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შესახებ და დაამკვიდრებს საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის უკეთესი თანამშრომლობის პრაქტიკას.

რეესტრის შექმნის ვალდებულება გამომდინარეობს ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმიდან და მისი ინიციატორია ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham).

რეესტრში რეგისტრაციის განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1-JytAihdLsncgTXIEJ-aUGNLOrPPCgUBgMM4W5hCZi0/edit

რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.

საკონტაქტო პირი: თინათინ ავალიანი - tavaliani@parliament.ge