ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

09 ოქტომბერი 2019

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მოუსმინა.

ჩვენს სამინისტროს აქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის დიდი გამოცდილება პოლიტიკის შემუშავებისა და შემდგომი დანერგვის მონიტორინგის პროცესში. არის მიმართულებები, რომელიც უკეთაა ორგანიზებული და სტრუქტურირებული ამ კუთხით და არის მიმართულებები, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შედარებით ნაკლებობა იყო. სტანდარტული მექანიზმი, რომელსაც მივმართავთ და ვიყენებთ, არის საბჭოები. მარტო ჯანდაცვის ნაწილში ასეთი 15 საბჭოა. სხვადასხვა მიმართულებებში საბჭოები მიზნობრივად შეიქმნა, რომ სტრატეგიული გეგმები შემუშავდეს, მოვიზიდოთ სამოქალაქო სექტორი, სხვა პროფესიული ასოციაციები და გვქონდეს ფორმალური უკუგება იმისათვის, რომ სტრატეგია ჩამოყალიბდეს მათი მოსაზრებების გათვალისწინებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ თემატური მოკვლევის ჯგუფი ანგარიშს შეიმუშავებს, რომელშიც გაწერილი იქნება რეკომენდაციები იმისათვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო ინსტიტუტებში გახდეს უფრო სტაბილური, ორგანიზებული და შედეგიანი.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს, 2019 წლის 9 ოქტომბერი