ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

10 ოქტომბერი 2019
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ეკატერინე მიქაბაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ნიკოლოზ როსებაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, თორნიკე ნატროშვილს მოუსმინა.

უწყებების წარმომადგენლებმა თემატური მოკვლევის ჯგუფს დეტალურად გააცნეს შესაბამისი სამინისტროების სტრატეგიები, რომლებიც ეფუძნება კანონის უზენაესობის, ეფექტიანი შიდაუწყებრივი კომუნიკაციის, სამოქალაქო ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. ისაუბრეს იმ სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკის შესახებ, რომლებიც უწყებაში ამ მიმართულებით მუშაობენ, ყურადღება გაამახვილეს ვებ გვერდებსა და უკუგების მექანიზმზე.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, სამინისტროები მიმართავენ ძალისხმევას გამჭვირვალობის და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებისაკენ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საზოგადოების ნდობას და უზრუნველყოფს საჯარო სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც გაწერილი იქნება რეკომენდაციები იმისათვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო ინსტიტუტებში გახდეს უფრო სტაბილური, ორგანიზებული და შედეგიანი.

გალერეა

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს, 2019 წლის 10 ოქტომბერი