ირინე ფრუიძე: საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში გამორჩეულია ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით

07 ნოემბერი 2019
ირინე ფრუიძე: საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში გამორჩეულია ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. სტუმრები საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით არსებული მიღწევებით დაინტერესდნენ.

ჩვენი პარლამენტი მსოფლიოში გამორჩეულია ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, ამასთანავე, მოქალაქეთა ჩართულობისთვის შექმნილი ინსტრუმენტები არის ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ჩვენთან. მათ გავუზიარეთ გამოცდილება, ასევე გავაცანით ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით, თუნდაც ის, რომ მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან ამ ინსტრუმენტების შესახებ და იშვიათად იყენებენ ამ შესაძლებლობებს. ვისაუბრეთ იმ გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს სამომავლოდ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ პარლამენტის ღიაობა და მოქალაქეთა ჩართულობას შევუწყოთ ხელი საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

გალერეა

  • ირინე ფრუიძე: საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში გამორჩეულია ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, 2019 წლის 7 ნოემბერი