პარლამენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტი ინერგება

12 ივნისი 2018
პარლამენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტი ინერგება

საქართველოს პარლამენტმა „ღია პარლამენტის“ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო ვალდებულება, დანერგოს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტი. 

ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს საკანონმდებლო ორგანოებს, შეაფასონ თავისი საქმიანობა უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით. თვითშეფასების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის პრიორიტეტები.

ორდღიანი შეხვედრა, „ღია პარლამენტის“ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს მიხედვით ჩატარდა, რომელიც პარლამენტის თვითშეფასებას ემსახურება. ეს არის როგორც პარლამენტის საქმიანობის თვითშეფასება ასევე, პარლამენტის გენდერული თვითშეფასება, რომელზე დაყრდნობით პარლამენტი ინსტიტუციონალური განვითარების, ორგანიზაციული და საქმიანობის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმოვმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ. მან პირველი სამუშაო დღის შედეგები მიმოიხილა, რის შემდგომაც თემატური სესიები გაიმართა. 

შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს: IPU-ს თვითშეფასების ექსპერტმა მეგ მანმა, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის GGI-ის ექსპერტმა დავით ჯიჯელავამ, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის ექსპერტმა ნინო ჩიხლაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც პარლამენტის წარმომადგენლობითობაზე ისაუბრა.

ეს ინსტრუმენტი შესაძლებლობას აძლევს საკანონმდებლო ორგანოებს, შეაფასონ თავისი საქმიანობა უმთავრესი დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით. თვითშეფასების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის პრიორიტეტები. მე მივესალმები ამ ფორმატს და დისკუსიას, მივესალმები პარლამენტის ერთგვარი რეფლექსიის აქტს ანუ პარლამენტის მიერ საკუთარი მდგომარეობის გაანალიზების დაწყებას“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა გაბუნიამ გამოსვლისას, პარლამენტის წარმომადგენლობითობაზე, მის ცალკეულ სეგმენტებზე და ინსტრუმენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, არის უამრავი მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც პოლიტიკის შემუშავების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. 

წარმომადგენლობითობა არის იდენტური დემოკრატიულობისა და რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მთავარ კონსტიტუციურ ორგანოზე, რამდენადაც აქვს პარლამენტს უნარი იყოს წარმომადგენლობითი და რამდენადაც არის პარლამენტი წარმომადგენლობითი, იმდენად არის ქვეყანაში დემოკრატიაც“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტი მეტნაკლებად ასახავს ქვეყანაში არსებულ ასაკობრივ, პროფესიულ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს. აქვე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით საკანონმდებლო ორგანო ნაკლებად დაბალანსებულია. 

ღია მმართველობის მუდმოვმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ შეხვედრაზე, პარლამენტის გამჭვირვალობაზე, ხელმისაწვდომობასა და ანგარიშვალდებულებაზე ისაუბრა. „საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, რომელმაც ღია და გამჭვირვალე პარლამენტის უზრუნველსაყოფად შექმნა ცალკე საბჭო, რაც არის კარგი მაგალითი და რასაც ჩვენ ვუზიარებთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, სამაგალითოა ამ საბჭოს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან“, - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.
 
მან დეტალურად მიმოიხილა თუ რა გაკეთდა და რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი უფრო ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს. „მნიშვნელოვანია მუდმივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ პარლამენტის კიდევ უფრო მეტი ღიაობა. ეს პროცესი არ უნდა დასრულდეს. ამაზე მუდმივად უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა ბევრი ახალი მექანიზმი, რომელიც პარლამენტის ღიაობას და საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს და აუმჯობესებს პარლამენტის ანგარიშვალდებულებას. „მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება და გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა ამ ინსტრუმენტების შესახებ“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ასამბლეებში საპარლამენტო დელეგაციების აქტიურ მონაწილეობაზე, საპარლამენტო დიპლომატიის თვალსაზრისით განვითარებულ როგორც მრავალმხრივ ასევე, ორმხრივ და სამმხრივ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და მის მიმდინარეობაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე, საგარეო პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც გამახვილდა ყურადღება. „ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა პარლამენტმა იყო საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული ორპარტიული რეზოლუცია, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობა და სხვა“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში პარლამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და არაღიარების პოლიტიკის მხრივ საქართველოს მიერ გააქტიურებულ მუშაობას. თუმცა, აღინიშნა ისიც, რომ საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერება.

სამუშაო შეხვედრაზე, საგარეო საკითხებთან მიმართებაში პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „პარლამენტში წარმოდგენილი ძირითადი პოლიტიკური ძალები, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით, სტრატეგიულ დონეზე - თანხმდებიან თუმცა, ტაქტიკურ ნაწილში არის სხვადასხვაობა. ვიზიტებზე ყოფნისას ალბათ გვჭირდება უფრო მეტად ერთად დგომა“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ. 

ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვას, რაც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გააუმჯობესებს ყველა დონეზე და ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტს სტრატეგიული გეგმისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემუშავებაში.

თვითშეფასების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების განსახორციელებლად შესაძლებელია შეიქმნას სამოქმედო გეგმა და სამუშაო ჯგუფი. 

თვითშეფასების პროცესს უძღვება საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროცესის მხარდამჭერები არიან USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის (UNJP) ფარგლებში.

ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, სადაც აღვნიშნავთ თუ რა მდგომარეობაა დღეს. გარკვეული თემატური მიმართულებებით არის სრული კონსენსუსი და თანხმობა პოზიციებს შორის თუმცა, კვლავ ბევრია გასაკეთებელი, რასაც ემსახურება თვითშეფასების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ ინფორმაციები. მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს პრიორიტეტებზე და ხედვაზე ერთობლივი შეთანხმება და IPU გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU-ს) თვითშეფასების ექსპერტმა მეგ მანმა.

გალერეა

  • პარლამენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინსტრუმენტი ინერგება, 2018 წლის 12 ივნისი