საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

08 ნოემბერი 2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი ხატიძის ხელმძღვანელობით, ესტონეთში, ქალაქ ტალინში აშშ-ს დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის (HDP), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მონაწილეობდა.

სემინარის თემას ელექტრონული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სომხეთის, უკრაინის, ჩრდილო მაკედონიის დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ელექტრონული მმართველობის სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხატიძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. სემინარზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ელექტრონული კაბინეტი - ესტონეთის მთავრობის მიდგომა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი; მართვა, დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა ციფრულ საზოგადოებაში; ციფრული საზოგადოების სამართლებრივი საფუძვლები; საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი ელექტრონული მმართველობის განვითარებასა და მოქალაქეთა ჩართულობაში; ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში.

ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ კოლეგებს ესტონეთის პარლამენტიდან, მათ შორის, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს.

ესტონეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას, საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტალინში გიორგი ხატიძის, გიორგი კახიანის, გუგული მაღრაძის, ირაკლი აბესაძის და მამუკა ჩიქოვანის შემადგენლობით მონაწილეობდა

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ესტონეთში იმყოფება, 2019 წლის 8 ნოემბერი