სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან

17 სექტემბერი 2019
სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები -ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

სტუმრები დაინტერესდნენ საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებით. ისაუბრეს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გამოცდილებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე. ქართველმა პარლამენტარებმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე და იმ ძირითად ინსტრუმენტებზე ისაუბრეს, რომლებიც პარლამენტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით და ეთიკის საბჭოს მუშაობით და განაცხადეს, რომ ქართველი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ და თავიანთ პარლამენტში დანერგავენ.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.

გალერეა

  • სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან, 2019 წლის 17 სექტემბერი