empty

14 ნოემბერი


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

2017 წლის 14 ნოემბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (N21054; 31.10.2017);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/140; 30.10.2017);
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან სალუქვაძე;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/92; 10.10.2017);
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - კახაბერ კუჭავა, გოგა გულორდავა;

4. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/99; 31.10.2017);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - კახაბერ კუჭავა;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/96; 19.10.2017);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გედევან ფოფხაძე;

6. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/102; 02.11.2017);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ლევან გოგიჩაიშვილი.