empty

25 დეკემბერი


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

2018 წლის 25 დეკემბერი, 14:30 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (07-2/264; 22.10.2018);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  (07-3/145; 26.03.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ემზარ კვიციანი;

3. საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ემზარ კვიციანი;

4. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/226; 20.09.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სალომე სამადაშვილი;

5. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/246; 15.11.2018);
მომხსენებელი: საინიციატივო ჯგუფის წევრი - ზვიად ტომარაძე.