ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დაზღვევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მოსაზრებები გაუზიარეს

17 სექტემბერი 2019
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დაზღვევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მოსაზრებები გაუზიარეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, კომიტეტის წევრებთან - ვანო ზარდიაშვილთან და ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად მსოფლიო ბანკის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც დაზღვევის მიმართულებით ექსპერტები არიან. დეპუტატების ინფორმაციით, კომიტეტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დაზღვევას, მათ შორის, მესამე პირის დაზღვევას ეხება.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობისას დაცულია სამი პრინციპი: „ერთი მხრივ, შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომელიც გამორიცხავს მონოპოლიას აღნიშნულ ბაზარზე, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს მომხმარებლის ინტერესები და, მესამე მხრივ, შემოვიტანოთ სოციალური პასუხისმგებლობის მექანიზმები. შეხვედრაზე სტუმრებს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, რაც მათ მოეწონათ. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტზე მუშაობას ამ პრინციპების დაცვით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დაზღვევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მოსაზრებები გაუზიარეს, 2019 წლის 17 სექტემბერი