ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ახალგაზრდა იურისტებს უმასპინძლა, რომლებმაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს.
პრეზენტაციის მიზანი იყო მომხსენებლებს აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოკვლევის შედეგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა აბსენტეიზმის პრობლემა, დაკითხვის ფსიქოლოგია, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. კრიპტოვალუტა და ა.შ.
„უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თავიანთი მეცნიერული კვლევები წარმოედგინათ საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ჩვენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ის მიგნებები და შედეგები, რაც აქვთ ჩვენს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სამეცნიერო კუთხით, გახმოვანდეს პარლამენტში და ამ ყველაფერმა ხელი შეგვიწყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.