ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებშის სოფო კილაძის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გრძელდება

05 დეკემბერი 2017
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებშის სოფო კილაძის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრას როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები - ეთნიკური აზერბაიჯანელები, ასევე, ეთნიკური ქართველები ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე სოფო კილაძე განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობით დაინტერესდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ეს არის ჩვენი კულტურა. საქართველო სწორედ მრავალფეროვნებით არის ძლიერი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემა აქვს, განსაკუთრებით კი სოციალური საკითხებია მნიშვნელოვანი. „ჩვენი ძალისხმევით შევეცდებით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი პრობლემები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული ენის უფრო ინტენსიურად სწავლების საჭიროებას, რაშიც ჩვენ აუცილებლად დავუდგებით გვერდით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებშის სოფო კილაძის შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გრძელდება, 2017 წლის 6 დეკემბერი