პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

14 თებერვალი 2019
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: „იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა მდგომარეობა საქართველოში“

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მიმართა.

„ლტოლვილთა თემა მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება. ჩემი ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია და ზოგადად ეს თემა განსაკუთრებით მწვავე და მგრძნობიარეა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ქვეყნაში გვყავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც მოუწია გარკვეული გარემოებების გამო საკუთარი სახლ-კარის, საკუთარი სამშობლო ნაწილის დატოვება და სამშობლოს სხვა ნაწილში გადასვლა, ბევრმა მათგანმა კი ქვეყანა დატოვა.

ხელისუფლება, როგორც პარლამენტის, ასევე აღმასრულებელი და მუნიციპალიტეტების დონეზე, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაიწყო ძალიან დიდი პროგრამა, რომელიც დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ არის მიმართული “, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ მწვავე სოციალური ფონი ერთ-ერთი გამოწვევაა და დევნილებს უნდა მიეცეთ მეტი თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც მათ საშუალებას მისცემს თავად გაუმკლავდნენ სოციალურ პრობლემებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტია დევნილები. დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად რეფორმის მომდევნო ეტაპები უნდა განვახორციელოთ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ამ პროცესს, ბუნებრივია გაეროს დახმარებით, სერიოზულად წინ წავწევთ. მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესს კომისარიატს. ჩვენ მათგან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს და იმედია, რომ ეს მხარდაჭერა მომავალ წლებში აუცილებლად გაგრძელდება. დიდი მადლობა ჩვენი დევნილების გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ფან დერ კლაუმ.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა ისაუბრა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, 1993 წლიდან UNHCR-ის მიერ საქართველოში გაწეულ საქმიანობაზე, მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებზე, პროცესების მართვის საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და ადგილობრივ მექანიზმებზე.

„ეს ღონისძიება მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ ის სრულად ჯდება პარლამენტსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში“, - განაცხადა იოჰანეს ფან დერ კლაუმ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იძულებით გადაადგილებული ადამიანების პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიღებულია ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, არსებობს სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, მუშაობს ინსტიტუციები, სახეზეა ადმინისტრაციული პოტენციალიც იმისთვის, რომ გადავლახოთ როგორც დევნილებთან, ასევე ლტოლვილებთან და ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებული პრობლემები“, - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა.

იოჰანეს ფან დერ კლაუმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე.
„ჩვენ ვამაყობთ კონსტიტუციის ახალი მუხლებით იმიტომ, რომ იქ თავშესაფრის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული დებულებები იყო განსაზღვრული“, - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონულმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პარლამენტთან თანამშრომლობა ყოველთვის შედეგიანი იყო.

შეხვედრაზე ნაჩვენებ მცირე ფილმში მოთხრობილი იყო 25 წლის განმავლობაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველოში გაწეული საქმიანობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლმენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტში მოეწყო UNHCR-ის საქართველოში მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

გალერეა

  • პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, 2019 წლის 14 თებერვალი