სოფო კილაძე - აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა

24 აპრილი 2018
სოფო კილაძე - აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვას. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

სოფო კილაძის განცხადებით, გახშირებულად ისმის შეურაცხყოფა სხვადასხვა ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ. „ბოლო დროს მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არასათანადო ფორმით მოხდა. ეს იყო ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ადამიანების მოსაზრებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობისა, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი, მათ შორის სხვადასხვა სარწმუნოებიბის მიმართ. ძალიან ბევრი რელიგია გვერდიგვერდ სიყვარულითა და პატივისცემით თანაარსებობდა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი მოსაზრებით, აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება, რათა სხვადასხვა მრწამსის მქონე ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხი საინტერესოა და ის პრინციპების დონეზე ეთანხმება მას, თუმცა მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სიღრმისეული კვლევა და გაიმართოს კონსულტაციები საერთო პოზიციაზე შესაჯერებლად.

დღესვე კომიტეტმა განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის მიზანია უფრო დამოუკიდებელი გახადოს მანდატურის ინსტიტუტი, უფრო მეტად უზრუნველყოს სკოლაში უსაფრთხო გარემო, შექმნას ინფორმაციის მიმოცვლისა და კოორდინაციის ბერკეტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ასევე, აღმოფხვრას ცალკეული სახის საკანონმდებლო ხარვეზები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, განისაზღვრება უსაფრთხოების დაცვაც. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება: ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა, ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების ან მასწავლებლებისათვის. ძალადობის საწინააღმდეგო, მათ შორის, ანტიბულინგური საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის. „ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი”, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , რომლითაც განსაზღვრება რეგულაციები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

მომხსენებელს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის კულტურის ნაკლებობა და სამოქალაქო თვითშეგნების დაბალი დონე, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მოითხოვს და ლეგიტიმურს ხდის სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულაციების დაწესებას ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე, ცრუ ჩვენებაზე, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე, დანაშაულის დაფარვაზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაზე. სანქციის გამკაცრება გაზრდის გარანტიებს მოქალაქეთა მხრიდან კანონის მოთხოვნების უფრო ეფექტიან და სრულფასოვან შესრულებაზე.

სოფო კილაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს კანონპროექტს პრინციპების დონეზე. „მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს პრევენციულად ჰქონდეთ შიში იმისა, რომ თუ არ შეატყობინებენ დანაშაულის შესახებ, ისინი დაისჯებიან. თუმცა უნდა იყოს ბანალანსი დაფარვასა და შეუტყობინებლობას შორის“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

შესაბამის სტრუქტურებს, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • სოფო კილაძე - აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა, 2018 წლის 24 აპრილი