სოფო კილაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

23 იანვარი 2017
სოფო კილაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრისას ევროპელმა დიპლომატმა ყურადღება ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „საქართველოში არაერთი პროექტი ხორციელდება ავსტრიის სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით“. 

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესზე ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა „საქართველო მნიშვნელოვანი სოციალ-ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ადამიანების სოციალ-ეკონომიკური უფლებების დაცვას ეთმობა.“

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ავსტრიის ელჩმა ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გალერეა

  • სოფო კილაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 23 იანვარი
  • სოფო კილაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 23 იანვარი