სოფო კილაძე ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა

09 იანვარი 2017
სოფო კილაძე ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ 2017 წელს პირველი სამუშაო შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე, სამომავლო თანამშრომლობასა და კომუნიკაციის მექანიზმებზე ისაუბრეს. ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას ცალკე აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოების როლი და მნიშვნელობა.

„მნიშვნელოვანია პარლამენტი იყოს აქტიური საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ინსტიტუციური გარანტიების მშენებლობაში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. თავის მხრივ ბრიტანეთის ელჩმა როგორც საკანონმდებლო, ისე კონტროლის მექანიზმების ამოქმედების თვალსაზრისით პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • სოფო კილაძე ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა, 2017 წლის 10 იანვარი
  • სოფო კილაძე ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა, 2017 წლის 10 იანვარი
  • სოფო კილაძე ბრიტანელ დიპლომატს შეხვდა, 2017 წლის 10 იანვარი