სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა

13 თებერვალი 2018
სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. სოფო კილაძემ სტუმარს, ასევე, კომიტეტის ინიციატივების შესახებ ესაუბრა.

ჩვენს კომიტეტს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დადასტურებაა. გაერო და მისი შესაბამისი ორგანოები წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ადამიანის უფლებათა განვითარების საქმეში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან გაერო სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. „მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კონფერენცია „დღის წესრიგი 2030“, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია გერმანულ ფონდ, GIZ-თან ერთად. დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ამ კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გალერეა

  • სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს ნილს სკოტს შეხვდა, 2018 წლის 13 თებერვალი