სოფო კილაძე: გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას

09 ივლისი 2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა.

სოფო კილაძემ და კლაუდია როთმა, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენთვის გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როდესაც ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ინტერესდება იმ სიტუაციით, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს გერმანიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გალერეა

  • სოფო კილაძე: გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას, 2019 წლის 9 ივლისი