სოფო კილაძე საფინანსო კომპანია -„ჯაბა კრედიტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

24 მაისი 2019
სოფო კილაძე საფინანსო კომპანია -„ჯაბა კრედიტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საფინანსო კომპანია -„ჯაბა კრედიტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატმა დაზარალებულებს დეტალურად გააცნო მოკვლევის შედეგები, რომელიც მათ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებისგან მიიღო.

სოფო კილაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერა აღუთქვა საკუთარი ქონების დაბრუნების საქმეში და დაპირდა შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობას.

უკვე 6 თვეა, დაზარალებულები მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

თანხების მითვისების საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიების ფარგლებში, ასეულობით ადამიანი დაიკითხა. კომპანიიდან ამოღებულია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

გალერეა

  • სოფო კილაძე საფინანსო კომპანია -„ჯაბა კრედიტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა, 2019 წლის 24 მაისი