სოფო კილაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

14 თებერვალი 2019
სოფო კილაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო ფორმატში შეხვდა. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კოდექსის პროექტის ის ვერსია, რომლის ინიცირება კომიტეტმა უკვე მოახდინა და ორშაბათს, 18 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პროექტის ძირითადი ტექსტი, ფაქტობრივად, შეჯერებულია. მისივე თქმით, დარჩა რამდენიმე საკითხი დასაზუსტებელი, რომლებზეც დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ფორმატში იმსჯელებენ.

„ამ კოდექსის შემუშავებაში აქტიური მხარდაჭერა აღმოგვიჩინა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და ევროკავშირმა. ბავშვის კოდექსი არის სახელმწიფოს ინსტრუმენტი იმისათვის, რომ უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა ქვეყანაში. დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე, ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბები, განათლების ხარისხი, ჯანდაცვა და ა. შ. ჩვენთვის მთავარია, რომ შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მისი იმპლემენტაციის შემდეგ ჩვენ იმ შედეგს მოგვცემს, რასაც თითოეული ბავშვის კეთილდღეობა ჰქვია. ეს არაა ადვილი ამოცანა, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დაძლევა და ამ მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებიც უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია პროცესებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა.

„მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ბავშვებიც ჩავრთოთ. როდესაც პარლამენტში დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას, ვფიქრობთ, რომ შეხვედრები ბავშვებსა და მათ მშობლებთანაც გავმართოთ, რათა დოკუმენტი მათი გადმოსახედიდანაც შევაფასოთ. ბავშვის კოდექსი უნდა იყოს სრულყოფილი იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაცაა იგი განკუთვნილი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ყურადღება კოდექსის აღსრულების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბევრი მექანიზმია გათვალისწინებული, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს ეძლევა კონკრეტული რეკომენდაციების გაცემის უფლება შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, კოდექსი სავალდებულო იქნება სასამართლოებისთვის გასათვალისწინებლად, ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს როგორც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ასევე მართლმსაჯულებაში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე.

სოფო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თითოეულ ბავშვს, კოდექსის ძალით, იურიდიული დახმარების სამსახურზე უფასო ხელმისაწვდომობის უფლება ექნება.

გალერეა

  • სოფო კილაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, 2019 წლის 14 თებერვალი