empty

15 აპრილი


აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 15 აპრილი, 18:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, -1 სართული)

დღის წესრიგი

კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/246; 20.08.2018);
მომხსენებელი: ლაშა ხუციშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

კომიტეტი წამყვანია:

2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ და გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/294; 27.02.2019);
მომხსენებელი: ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.