empty

16 აპრილი


აგრარულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

2018 წლის 16 აპრილი, 17:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

დღის წესრიგი

1. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ნოდარ კერესელიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი

კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ (N07-2/193; 10.04.2018).
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.