აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

29 ნოემბერი 2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული უძღვებოდა, კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე თანმდევ კანონპროექტთან - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა. 

კომიტეტის წევრებს კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ დაუფიქსირებიათ.
სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა კანონპროექტის მნიშვნელობა, რომლის მიზანია მოქმედი კანონის დახვეწა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ეძლევა უფლებამოსილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად განახორციელონ სხვა საქმიანობაც, რაც დაკავშირებულია კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს, ერთხმად დაუჭირა მხარი.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, 2019 წლის 29 ნოემბერი