აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ტყის კოდექსის პროქტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

13 მარტი 2019
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ტყის კოდექსის პროქტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, კანონპროექტი „ტყის კოდექსი“ და გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს. 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ფაქტობრივად, ტყის ახალ კოდექსს წარმოადგენს, საკითხზე მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. 

ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ტყესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მომხსენებელმა და აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტის საფუძველს წარმოადგენს 2013 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომელიც სატყეო სფეროში მთავარი პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს. მისივე თქმით, იმისათვის, რომ სატყეო კონცეფცია ეტაპობრივად დაინერგოს და სატყეო სექტორში არსებული პრობლემები გადაიჭრას, აუცილებელი გახდა მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. 

მომხსენებლის განცხადებით, ეს თავისთავად უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად გახდა აუცილებელი საქართველოს ტყის კოდექსის სრულიად ახალი პროექტის შემუშავება. 

კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, კანონპროექტი ეყრდნობა ტყის მართვის მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, თუმცა იგი მთლიანად მორგებულია საქართველოს რეალობას, ვინაიდან ჩვენთვის ტყე არის ეროვნული, სტრატეგიული მნიშვნელობის როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. 

საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. ჩვენი ტყე იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი 98% არის ბუნებრივი წარმოშობის და ხელოვნური ტყეები თითქმის არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსით უზრუნველვყოთ იმ ფუნქციების შესრულება როგორიცაა წყალმარეგულირებელი, ეროზიისგან დაცვითი და სხვა“, - აღნიშნა მომხსენებელმა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტი პრინციპების დონეზე წარუდგინა. 

სხდომაზე კომიტეტის წევრების, დამსწრე საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა.

ოთარ დანელიას წინადადებით, კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მისივე თქმით, კომიტეტი კანონპროექტის განხილვის შემდგომ ეტაპზე, სამუშაო ფორმატში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ექსპერტებიც აქტიურად ჩაერთვებიან. 

კომიტეტმა ამავე სხდომაზე განიხილა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ (ზვიად ტომარაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

იმის გამო, რომ მოქმედი კანონი კომიტეტის მიერ უკვე ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ძალადაკარგულად ცხადდება, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მხრიდან უარყოფილ იქნა, მის ავტორებს კი მიეცათ წინადადება მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვაში.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ტყის კოდექსის პროქტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, 2019 წლის 13 მარტი