ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

15 აპრილი 2019
ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დიპლომატებს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო.

ოთარ დანელიას განცხადებით, აღნიშნული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას კრძალავს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მან ის მემკვიდრეობით მიიღო. იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ 50%-ზე მეტის დომინანტი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტია, საკუთრების უფლება არ იზღუდება. უცხოელის ან უცხოური კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ საინვესტიციო გეგმა.

ელჩებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი სოფლის მეურნეობის განვითარებითვის და ფერმერების ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც უზრუნველყოფის საგანი, ფერმერისთვის იქნება ძალიან კარგი აქტივი. ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა კანონის დადებით მხარედ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ფინანსურ ინტიტუტებთან მიმართებაში, ფერმერს უზრუნველყოფის საგნად მიწის გამოყენების საშუალება ექნება. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და იტალიის ელჩის მოადგილე სტეფანო ქრისცენზი.

გალერეა

  • ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 15 აპრილი
  • ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 15 აპრილი