ოთარ დანელიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გააცნო

11 მარტი 2019
ოთარ დანელიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გააცნო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ საქართველოში აკრედიტირებული კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაში მონაწილეებს, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციებისა და შეხედულებების გაზიარება.

„კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოწურვადი რესურსის რაციონალური გამოყენების პრინციპებს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებას კრძალავს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მან ის მემკვიდრეობით მიღებულ, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ 50%-ზე მეტის დომინანტი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტია, საკუთრების უფლება არ იზღუდება. უცხოელის ან უცხოური კომპანიის მიერ საქართველოში დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარადგინონ საინვესტიციო გეგმა.

„აღნიშნული პირების მიერ მომზადებული საინვესტიციო გეგმა საქართველოს მთავრობას წარედგინება. ამ გეგმით დაინტერესებული პირი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სათანადო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ინოვაციური საქმიანობების დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, საერთაშორისო ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების ან/და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მიზნით. საინვესტიციო გეგმა ხელს უნდა უწყობდეს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორგანული კანონის პროექტი ადგენს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, ხელს უწყობს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას.

კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ.

ოთარ დანელიას განცხადებით, კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას მიწის მდგარადი მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში შესაბამის ანალიზს გააკეთებს.

„სამწუხაროდ, არავინ იცის, ზუსტად რამდენია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ხშირად არის სტატუსების ცვლილების პრობლემა და სხვა საკითხები, რომლებიც სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კანონპროეტის გაცნობის შემდეგ

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ძირითადად საინვესტიციო გეგმის შენაარსობრივი ნაწილითა და მიწის მდგარი მართვის სააგენტოს ფუნქციონირებით დაინტერესდნენ.

გალერეა

  • ოთარ დანელიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გააცნო, 2019 წლის 11 მარტი