ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

18 აპრილი 2017
ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობაზე, ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე. 

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და კატარის ერთობლივი ფონდის დაარსების შესახებ, რომლის თაობაზე ჩემი მინისტრობის დროს კატარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას გავახმოვანეთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ ელჩთან შეხვედრის შემდეგ. უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება ოთარ დანელიას შეხვედრა მის კატარელ კოლეგასთან.

გალერეა

  • ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, 2017 წლის 18 აპრილი
  • ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, 2017 წლის 18 აპრილი
  • ოთარ დანელიას შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, 2017 წლის 18 აპრილი