empty

15 აპრილი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 15 აპრილი, 12:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

საორგანიზაციო საკითხი

1. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისია;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რომან კაკულია;

განსახილველი საკითხები

2. საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი წერეთლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/308; 18.03.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი წერეთელი;
პასუხისმგებელი: თამარ ჯაფარიძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324; 27.03.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - დავით ონოფრიშვილი და უფროსის პირველი მოადგილე - ირაკლი თუთარაშვილი;
პასუხისმგებელი: ალექსანდრე შალუტაშვილი, თამარ ჯაფარიძე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოჯისტიკის დარგში განსახორციელებელ“ ოქმი (07-2/323; 26.03.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ნუკრი გელაშვილი;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე;

5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II) ცვლილების წერილი- შეთანხმება“ (07-2/321; 26.03.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე;

6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ (07-2/322; 26.03.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე;

7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DIMMA)“ (07-2/326; 01.04.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: თამარ ჯაფარიძე;

8. მოქ. გიორგი მახარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, სამარშუტო სატრანსპორტო საშუალება) მოსარგებლე მგზავრთა მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-4829/19; 14.03.2019) კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: მოქალაქე გიორგი მახარაძე;
პასუხისმგებელი: ვაჟა ქარუმიძე.