empty

3 დეკემბერი


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

განსახილველი საკითხები

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ (07-2/375; 24.07.2019) III მოსმენა/კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/346; 08.05.2019) III მოსმენა.კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი - ზაზა ჩიხრაძე;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი, გიორგი სირაძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/345; 08.05.2019) II მოსმენა/კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ეკატერინე მიქაბაძე;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი, გიორგი სირაძე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის კომუნალური წყლის ინფარსტრუქტურა)“ (07-2/410; 06.11.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.

5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ (07-2/412; 07.11.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ (07-2/413; 07.11.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2016 წლის 15 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6)“ N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ (07-2/414; 07.11.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე, ნიკოლოზ გაგუა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი;

8. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურები (07-1/33; 26.11.2019);
პასუხისმგებელი: ირინე ჩხენკელი, ელენე ჭეიშვილი;

9. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, გიორგი ლომიას, ირმა ინაშვილის, ადა მარშანიას, გია ჟორჟოლიანის, ემზარ კვიციანის, მირიან წიკლაურის, ეკა ბესელიას, კობა ნარჩემაშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის, ნატო ჩხეიძის, ბიძინა გეგიძის, გედევან ფოფხაძის, დავით ჭიჭინაძის, გელა მიქაძის და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ (07- 3/416; 06.11.2019) კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა ნაცვლიშვილი;
პასუხისმგებელი: მარინა მეტრეველი;

10. მოქალაქე ნუგზარ კობახიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჰიდრომშენებელობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-18784/19; 09.10.2019);
მომხსენებელი: მოქალაქე - ნუგზარ კობახიძე;
პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.