დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

12 აპრილი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

პოლიეთილენის არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მსჯელობდნენ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა ოქსო დეგრადირებადი და 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაციაა აკრძალული. 

რაც შეეხება პლასტიკის პარკების მწარმოებელი კომპანიების საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი ცვლილება არ იგეგმება. 

ამ განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები და ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა, როგორც დეპუტატების, ასევე პლასტიკის პარკების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან. 

ხანგრძლივი მსჯელობა გაიმართა იმის შესახებ, რამდენად არის ხელისუფლება მზად ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, ხომ არ შეეშლება ხელი ადგილობრივ წარმოებას, რომელსაც ამ სფეროში ასეულობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

ასევე ისაუბრეს იმის თობაზეც, რომ პოლიეთილენის პარკები ნამდვილად სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ეს საკითხი თავისთავად მოსაგვარებელია, მაგრამ ამით არ უნდა დაზარალდეს ადგილობრვი ბიზნესი. 

ცხარე კამათისა და მსჯელობის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი სამუშაო შეხვედრები უნდა გაიმართოს ფართო შემადგენლობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები, მწარმოებლები და იმპორტიორები, რათა საბოლოო გადაწყვეტილება იყოს გონივრული, არც გარემო დაზარალდეს და არც ბიზნესს შეექმნას დაბრკოლება.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა, 2019 წლის 12 აპრილი