დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით

10 აპრილი 2019

საქართველოში ტერიტორიულ სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს დღეს წინანდალში სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL-ში გამართულ სამუშო შეხვედრაზე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ სრულყოფაზე და კოდექსით გათვალისწინებულ მისაღებ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. სამუშაო პროცესში გამოიკვეთა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების აუცილებლობა, რათა ის მოვიდეს შესაბამისობაში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომელიც ამავდროულად საკანონმდებლო ინიციატივების წყაროს წარმოადგენს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, კოდექსი რამდენიმე ძირითადი თემისგან შედგება. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმვა, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებების პაკეტით პირველ ორ კომპონენტში ზუსტდება სივრცის დაგეგმარების დოკუმენტების იერარქია, მათი შინაარსობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი სტატუსი. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, აქ კოდექსს ემატება ის მუხლები, რომელიც აწესრიგებს არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესის საკითხებს. განიხილეს აღნიშნულ თემაზე კომიტეტში შემოსული შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, პრობლემას წარმოადგენს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის ერთიანი ინსტიტუციონალური მოწყობის თემა: „ეკონომიკის სამინისტროში არის არსებული ინსტიტუციური ნაწილი ამ თემასთნ მიმართებით და არის რეგიონული განვითარების სამინისტროშიც. ეს მსჯელობის საგანია სამომავლოდ, ალბათ არ იქნება კარგი ასე რომ დარჩეს. ფართო მსჯელობით უნდა მივიდეთ იმ კონსენსუსამდე, როგორ ჯობს რომ ერთიანი ინსტიტუციური წყობა გვქონდეს, როგორც სივრცითი დაგეგმარების, ასევე სამშენებლო პოლიტიკის განვითარებაზე“.

მისი თქმით, ასევე სახელმწიფოს დონეზეა დასარეგულირებელი არქიტექტორების და მშენებლების სერთიფიცირების თემა.

„ამ თემაზე საინტერესოა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელთა, ასევე არქიტექტორთა კავშირის, მერიის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხედულებები, რათა ჩვენ შევჯერდეთ ძალიან მკაფიო ხედვაზე, ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი, თავისი წილი დატვირთვა ჰქონდეს დიპლომს, რომელსაც არქიტექტორი იღებს და ასევე მივიღოთ ძალიან მაღალი სტანდარტების მქონე მშენებლობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ

დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის წევრებთან ერთდ მსჯელობდნენ კომიტეტთან არსებული არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, თბილისის მერიის, არქიტექტორთ კავშირის წარმომადგენლები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა, დარგის ექსპერტები, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები, ურბანისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით იმართება.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, 2019 წლის 10 აპრილი