დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

14 ნოემბერი 2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. 

პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ კოლეგებს კანონპროექტის წარდგენისას განუმარტა, რომ წინამდებარე კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით. კანონპროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას. 

წარმოდგენილი კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები. 

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ცნობილია, დღეისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში - 6 წუთს. მომზადებული ცვლილებებით, მაუწყებელს ეძლევა შესაძლებლობა განათავსოს კომერციული რეკლამა, რომლის შეზღუდვის მაქსიმუმი არის საათში სამი წუთი. 

ასევე სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება.

კანონპროექტის განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საკაბელო მაუწყებლების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დებატების ფონზე წარიმართა. 
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, სამეურვეო საბჭოს ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება.

თუ პოზიციები არ იქნება შეჯერებული და არ იქნება ჩვენი კომიტეტისათვის მისაღები ფორმულირება, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს აღარ დავუჭერთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა ასევე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარემ თეონა ბერუაშვილმა წარადგინა. 

მომხსენებლის თქმით, საქართველოში მედია ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაისინჯოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის პირობები. მისი განმარტებით ამ მუხლის ამოქმედება საჭირო გახდა 2012 წელს საარჩევნო პერიოდში, როდესაც რამდენიმე სამაუწყებლო ტელევიზიამ აიძულა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული კომპანია „გლობალ ტვ“ გაეთიშა მათი არხების მიწოდება მომხმარებლისათვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის, საელჩოების და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევით ამოქმედდა ე.წ. must carry-ს და must offer-ის პრინციპი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის თქმით „აუცილებელია სასწრაფოდ განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და გადაიხედოს სავალდებულო ტრანზიტი, რათა თანასწორ პირობებში აღმოჩნდნენ მაუწყებლები და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები. 

საკითხის მოსმენისა და ხანგრძლივი დებატების შემდეგ კომიტეტმა გადაწყვიტა ცნობად მიეღო მოსმენილი წინადადება და წარმოდგენილ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გამართოს. 
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ კომიტეტს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, კანონის საფუძველზე დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ საკითხს. 

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ოქმებს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის 56-ე მუხლში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის 50-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 14 ნოემბერი