დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

26 თებერვალი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენების მოსმენა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, დღევანდელი სხდომის საკითხები განსაზღვრულია ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის შესაბამისად.

სხდომის წარმართვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებმა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს. „ჩემი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობაა გითხრათ, რომ ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში. მე მაქვს ყველა ინფორმაცია იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული. ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სხდომის წარმართვის პროცედურასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, რის გამოც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება არსებულ საფრთხესთან დაკავშირებით. „ჩვენს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მას შეუძლია პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, თუ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იქნება საფრთხის შემქმნელი თავად ბანკისათვის და მისი მოსაზრებით კი ეს საფრთხე არსებობდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, კომიტეტის წევრებს არანაირი უფლება არ გვქონდა ეს არგუმენტი არ გაგვეთვალისწინებინა, როგორც წონადი არგუმენტი“, - განაცხადა რომან კაკულიამ. მისივე თქმით, „რაც შეეხება შეკითხვებს, რომელიც არსებობს ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის, ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ გვქონდეს ამ ყველაფერზე პასუხი და საამისოდ შესაბამისი ფორმატები და შესაძლებლობები მომავალში იქნება“.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 26 თებერვალი