დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

16 სექტემბერი 2019
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით. საკითხი კომიტეტის წინაშე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებობს საკმაო რაოდენობის შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს შეკეთებას (რემონტს), რეკონსტრუქციას, აღდგენას ან/და დემონტაჟს. ამ ტიპის შენობების არსებობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს, პრობლემურია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: უპირველეს ყოვლისა, ისინი აფერხებენ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება მიმდებარე ტერიტორიით ინვესტორის დაინტერესება შენობის არსებობის ან მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.

კანონპროექტის მიხედვით სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ასეთი შენობების მესაკუთრეს მიუთითებს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას განახორციელოს შენობა-ნაგებობის რემონტის ან დემონტაჟის ღონისძიებები.

მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები არ არის.

კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. საკითხზე კენჭისყრა გადაიდო შემდეგი სხდომისთვის კვორუმის არარსებობის გამო.

პარლამენტის წევრების სულხან მახათაძისა და გრიგოლ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა კომიტეტმა.

მომხსენებელმა გრიგოლ მიქელაძემ კოლეგებს კანონპროექტის არსი გააცნო. მისი განმარტებით, ცვლილების შესაბამისად გაუქმდება დარღვევასთან შეუსაბამოდ მაღალი დონის სანქცია, რომლის დარიცხვაც გრძელდება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიღებით გაიზრდება ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ათასობით კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა ქალაქის ცენტრში, რამდენადაც ქ. თბილისის მერია აღნიშნული მუხლის გამო ვერ ახერხებს ერთ-ერთი პროექტის ექსპლუატაციაში მიღებას სწორედ ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამო. ასევე, როგორც სხდომაზე ითქვა, სახელმწიფო გრძელვადიან პერსპექტივაში პოტენციურ ინვესტორთა წინაშე წარდგება, როგორც პასუხისმგებლიანი და სამართლიანი კონტრაჰენტი.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, ის პირები რომლებიც შესაძლოა დაჯარიმდნენ განსახილველი კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდებიან საჯარიმო სანქციისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონის მიღების დროს მათ შესაბამისი ხარვეზი აღმოფხვრილი ექნებათ. კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ კომიტეტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი თავისი კანონპროექტი წარუდგინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, ახალი რედაქციით შეიზღუდება ისეთი ლიცინზიების და ნებართვების გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით. კერძოდ აღარ მოხდება ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღება. ეს აკრძალვა შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას.

განხილვის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული ცვლილება და მხარი არ დაუჭირა მას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, წყალმომარაგების ლიცენზიანტებისთვის, ვინც სემეკისგან კანონიერად ფლობს უკვე მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების ლიცენზიას, მათთვის დაშვებული იყოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღება, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.

მომხსენებლის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია, რადგანაც ის უკავშირდება მოსახლეობის წყალმომარაგებას და დღეს მოქმედი რედაქციით, ამ ლიცენზიანტმა, რომელიც კანონიერად ფლობს უკვე შესაბამის ლიცენზიას, აუცილებლად უნდა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა წყლის მოპოვების ლიცენზიის მისაღებად, რაც ართულებს პროცესს და ზოგ შემთხვევაში ლიცენზიას იღებენ არაკომპეტენტური კომპანიები. საკითხზე კენჭისყრა არ გამართულა კვორუმის არარსებობის გამო.

დღევანდელი სხდომის დასაწყისში, ვიდრე კომიტეტი განსახილველ საკითხებზე მუშაობას შეუდგებოდა, კენჭი უყარეს წინა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს: საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ასევე, პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძისა და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 16 სექტემბერი