დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 14 ივლისს გაიმართება

13 ივლისი 2020

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული იყო მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების განხილვა, რომელიც ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ სხდომაზე განაცხადა - "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, ჯერჯერობით პროვაიდერებსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ განხილვა დღეს გადაიდოს და 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს და ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის“.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტმა პარასკევს, 10 ივლისის სხდომაზე დაიწყო, სადაც მომხსენებელმა, საქართველოს კომუნიკაციები მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახი ბექაურმა ცვლილების არსზე ისაუბრა. 

კანონპროექტის მიხედვით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან ლიცენზიის მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ კანონმდებლობის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით არსებული ყველა სანქციის გამოყენების შემდეგ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი, რაც მომხსენებლის განმარტებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში აღსრულების კუთხით არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად.

მრავალსაათიანი და მწვავე განხილვის შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეწყდა და 11 ივლისს, მარეგულირებელსა და ოპერატორებს დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს წინა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს:

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა 14 ივლისს გაიმართება, 2020 წლის 13 ივლისი