დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს

10 ივლისი 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და კომიტეტის წევრები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

დეპუტატებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც მათ სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა წარუდგინეს.

მომხსენებელთა თქმით, სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის ეკონომიკის და საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სახელმწიფო შესყიდვების გზით ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 10% იხარჯება, ამიტომ, სააგენტო მუდმივად ცდილობს ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა რაციონალურად განხორციელდეს ფინანსური რესურსების განაწილება. მომხსენებლის განცხადებით სახელმწიფო შესყიდვების პროცესი იყოს გამჭვირვალე და კორუფციული რისკები მინიმიზებული. 

სააგენტოს ხელმძღვანელობის თქმით, მათი მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების, ასევე ბიზნეს პროცესების სრულყოფისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით. მათ დეტალურად ისაუბრეს გატარებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის იმ სიახლეების თაობაზე, რაც გასულ წელს განხორციელდა სისტემაში. კერძოდ, წარმატებით დაინერგა სატენდერო დოკუმენტების ელექტრონული რეგისტრაცია. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, გამარტივდა თეთრ სიაში რეგისტრაციის წესი, რაც გულისხმობს მოთხოვნების შემცირებას. სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ამ სფეროში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების გადამზადების საკითხი. 

ანგარიშის მოსმენის შემდეგ მხარეებმა იმსჯელეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ბოლო ხანს გამოიკვეთა, რადგან, როგორც შეხვედრაზე ითქვა, სახელმწიფო შესყიდვების თემა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტულ პროექტებში, მაგალითად ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების განხორციელებაში. აღინიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების მომენტში ძალიან ხშირად დგას ხარისხისა და ფასის ურთიერთშეფარდების საკითხი. „ბევრი პრეტენზია გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ფასია განმსაზღვრელი, იქ ხარისხი იკარგება და ჩვენ გვინდოდა მკაფიო პასუხი მიგვეღო თუ როგორია სამსახურის ხედვა ამასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარკვეულწილად საკანონმდებლო ხარვეზები ამ მიმართულებით, რომელშიც შეიძლება ჩვენ მათ დავეხმაროთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმები დავსახეთ“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ე. წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სუბიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადოდ ვერ ახორციელებენ გადახდებს. ითქვა, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, სანამ სასამართლო დავა მიმდინარეობს, ე. წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სუბიექტს არ ეკრძალება საქმიანობის უფლება და ასეთ შემთხვევებში რა შედეგი დადგება ამაზე სააგენტო პასუხისმგებლობას ვერ იღებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამასთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში კიდევ გაგრძელდება მსჯელობა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული თემებიც, რომელიც ასევე აქტუალურია დღეს მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების ტენდენციებში.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს, 2018 წლის 10 ივლისი