შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს

13 სექტემბერი 2018
შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განახლებული კანონმდებლობის შემუშავების და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინების შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე. 

სამუშაო შეხვედრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სრულიად განახლებულ კანონმდებლობაში ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების და ახალი კანონმდებლობის შემუშავებისას ძირითადი პრინციპების, დებულებების, მიდგომების გათვალისწინების თაობაზე. ასევე, განიხილეს გამოწვევების გადაჭრის გზები. 

შეხვედრა გახსნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე ვმსჯელობთ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო მომავალში უნდა შემოვიდეს და მის ავტორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განვიხილავთ თემას, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვები ჰქვია. ეს არის თემა, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 10%-ს წარმოადგენს და ამ თემის მნიშვნელობა ამ ციფრიდანაც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამ კანონმდებლობით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, როგორიც არის კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სტრატეგიის შემუშავება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად შესყიდვების პროცესი იყოს თანხვედრაში ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ყოველთვის მნიშვნელოვანია სისტემა ანტიკორუფციული თვალსაზრისით იყოს გამჭვირვალე, რადგან საზოგადოებას ყოველთვის აქვს შეკითხვები კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია სწორედ მაქსიმალურად იყოს დაცული სისტემა ამ რისკებისგან“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, - „ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის განვითარებაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია, ამის დანახვაც მომავალ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა მოხდეს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს და ამ გამოწვევების მოგვარება სწორედ ამ კანონმდებლობაში უნდა მოხდეს“.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა  დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, „ძალიან კარგი პრეცედენტია, როდესაც შესყიდვების სააგენტოს მხრიდან ინიცირებული კანონის წერის პროცესში ერთვება პარლამენტი, დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტთან ერთად ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ვიხილავთ რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარება შესყიდვების დავების განმხილველი საბჭო და რამდენად დამოუკიდებელი იქბება, ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება საიდუმლო შესყიდვები, რომელთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტრო დააფიქსირებს თავის პოზიციას, დღვანდელი შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი პროცესის შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულ შესყიდვების კანონმდებლობას“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ EBRD და GIZ ექსპერტი, ერიკს მეზალისი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე. აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, პარლამენტის წევრები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკაშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

გალერეა

  • შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს , 2018 წლის 13 სექტემბერი