empty

სხდომის ოქმი #1

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  სხდომის 
ოქმი  #1 

.ქუთაისი   24 იანვარი 2014 წ.

 

 სხდომ თავმჯდომარე:           ზურაბ ტყემალაძე

 სხდომას მდივანი:                      თამარ ჯაფარიძე 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

პ. კვიჟინაძე, თ. მაისურაძე, გ. გაჩეჩილაძე, მ. წერეთელი (ნ. ებანოიძის ადგილმონაცვლე), გ. ფეიქრიშვილი (გ. მისაბიშვილის ადგილმონაცვლე), კ. ოქრიაშვილი, დ. ჩხეტიანი (გ. ჟვანიას ადგილმონაცვლე), გ. ჟორჟოლიანი, გ. სამხარაული; 

აპარატის მუშაკები: 

  რ. ყანჩაველი, ლ. სახოკია, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია,  ვ. ქარუმიძე,  გ. სირაძე,     რ. ჩახავა,  ი. ჩხენკელი; 

მოწვეულნი:  დავით პატარაია - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, თამაზ ინაშვილი - კანდიდატი, კახა ბექაური - კანდიდატი, სერგო შავგულიძე - კანდიდატი.  

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე შესათანხმებლად წარმოდგენილი მერი დაუშვილისა და გიორგი ჩიტაიშვილის კანდიდატურების განხილვა.

/მომხ. შალვა თადუმაძე/  

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურების განხილვა.

/მომხ. დავით პატარაია/ 

1.მოისმინეს:    მოხსენება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე შესათანხმებლად წარმოდგენილი მერი დაუშვილისა და გიორგი ჩიტაიშვილის კანდიდატურების განხილვის შესახებ. 

აზრი გამოთქვეს:       ოქრიაშვილმა, ჩხეტიანმა, ტყემალაძემ; 

გადაწყვიტეს: ვინაიდან აღნიშნული კანდიდატები არ გამოცხადდნენ კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლის თხოვნით აღნიშნული საკითხი გადაიდო მომდევნო საკომიტეტო სხდომისთვის. 

2. მოისმინეს:  მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურების განხილვის შესახებ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილი კანდიდატურები განიხილეს კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეულმა კანდიდატებმა თამაზ ინაშვილმა, კახი ბექაურმა და სერგო შავგულიძემ თავიანთი ბიოგრაფია გააცნეს დეპუტატებს და წარმოდგენილ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში საქმიანობის კონცეფციის შესახებ ისუბრეს. სხდომაზე, სადაც კანდიდატები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დავით პატარაიამ წარადგინა მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

აზრი გამოთქვეს:       გაჩეჩილაძემ, მაისურაძემ, ტყემალაძემ; 

გადაწყვიტეს:                        კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1)

სხდომის თავმჯდომარე:              ზურაბ ტყემალაძე

 სხდომის  მდივანი:        თამარ ჯაფარიძე

 

დანართი 1

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკსა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 

დასკვნა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი თამაზ ინაშვილის, კახა ბექაურის და სერგო შავგულიძის კანდიდატურების შესახებ 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 24 იანვარს სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურები და  მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

ზურაბ ტყემალაძე

კომიტეტის თავმჯდომარე