ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა

10 აპრილი 2019
ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა.

ბექა ოდიშარია სტუმარს იმ საკითხებზე ესაუბრა, რაზეც მას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდა. 

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის, დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ფაქტობრივადაც და შინაარსობრივადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ხედვები უმრავლეს მიმართულებებზე ერთმანეთს დაემთხვა. 
მათგან მივიღე ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კონკრეტული გეგმების განხორციელებაში, მათ შორის, ეს არის დიასპორის რუკის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება ძალიან დიდი ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. ასევე ვისაუბრეთ გარკვეული პლატფორმების შექმნაზე, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილებს ყოფას და მათთვის ხელმისაწვდომს გახდის ძალიან ბევრ ინფორმაციას.

შევთანხმდით, რომ დიასპორის ერთ ნაწილს ჩვენგან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა არის დიასპორის მეორე ნაწილი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ფეხზე დაყენებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. სწორედ, ასეთი ტიპის პროდუქტების შექმნაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი.

გალერეა

  • ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა, 2019 წლის 10 აპრილი