ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ იტალიის რესპუბლიკაში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს

13 ნოემბერი 2019
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ იტალიის რესპუბლიკაში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ, მილანის ქართული სათვისტომოს - „სამშობლო გულით სატარებელი“, ფლორენციის სათვისტომოს - „ჟალეთი“ და კულტურული ასოციაციის „რომის ქართული დიასპორა“ მიწვეევით, იტალიის რესპუბლიკაში, სამუშაო შეხვედრები გამართეს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან.

რომის, ემპოლის, პიზისა და იტალიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობით გამართულ შეხვედრებზე საუბარი გაიმართა ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის მექანიზმებსა და დიასპორასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კავშირების აუცილებლობაზე.

პარლამენტის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მიმოიხილეს საქართველოში კულტურულ-სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე ინოვაციური პროექტები და სახელმწიფოს ხედვები დიასპორული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.

მნიშვნელოვანი იყო ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მრავალრიცხოვან მრევლთან შეხვედრა, სადაც ხაზი გაესვა დიასპორაში ეროვნული და ტრადიციული პროექტების განხორციელება-მხარდაჭერის და უპირველესად საკვირაო სკოლების ფუნქციონირების აუცილებლობას, უცხოეთის ქართულ დიასპორებში ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნების მიზნით.

აღნიშნული მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ერთიანი ქართული სივრცის შენარჩუნებას, ერთობლივი დიასპორული პროექტების განხორციელებასა და დიასპორული პოტენციალის გამოყენებას ქართული სახელმწიფოს განვითრების კუთხით, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას.

ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურული პროექტის „ცოცხალი წიგნებისა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, მილანის გამომცემლობა „ლა ვიტა ფელიჩეს“ მიერ გამოცემული ქართველი და იტალიელი პოეტების კრებულების პრეზენტაციაში და სხვა კულტურულ ღონისძიებებში.

უცხოეთში გაწეული ღვაწლისათვის და აქტიური დიასპორული საქმიანობისთვის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით, კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადეს იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოებისა და საკვირაო სკოლების წარმომადგნლებს: ნუნუ გელაძეს, ნათია ზაზაშვილს, ნიკა ზაზაშვილს, ეკატერინე კაჭარავას, მაია ზალიშვილს, სულიკო ლომთათიძეს და ყველა დიასპორელს. შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებასა და დიასპორული პროექტების ერთობლივად განსახორციელებაზე.

გალერეა

  • ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ იტალიის რესპუბლიკაში, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრები გამართეს