დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ თაობაზე სამუშაო შეხვედრები გრძელდება

13 ივლისი 2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ თაობაზე სამუშაო შეხვედრები გრძელდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის“ კოდექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამჯერად კომიტეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან განიხილავდა იმ ძირითად საკითხებს, რაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან შეხვედრებისას გამოითქვა კოდექსთან მიმართებაში. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, „საექსპერტო საზოგადოებასთან შეხვედრებისას დაგროვდა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მათი აზრით, არ იყო ასახული არსებულ კანონპროექტში და მათ აქვთ მოსაზრება, რომ ეს დამატებით განხილვას საჭიროებს. სწორედ ამ საკითხებთან მიმართებაში დღეს ჩვენ უკვე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გავივლით თითოეულ ამ საკითხს და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით რამდენად ობიექტური იყო, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს შენიშვნები, რომლებიც უკავშირდება ძირითად მიმართულებებს, რაც კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული“.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრინციპულ საკითხებზე და შენიშვნებზე, რომლებსაც კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს, ესაა მშენებლობის საავტორო ზედამხედველობა, პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის საკითხი, სამშენებლო მასალის ხარისხობრივი ნორმები; მშენებელ ინჟინერთა, არქიტექტორთა და სამშენებლო დარგის კადრების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლება, სივრცითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის არსებობა და სხვა. 

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის სფეროს მოწესიგების ხელის შეწყობის მიზნით ევროკავშირის მსგავსად ქვეყანაში ტექნიკური ნორმებია შემოსაღები. მან ისაუბრა სამშენებლო სფეროში დასაქმებული ადამიანების სერტიფიცირების აუცილებლობაზეც, რომ პასუხისმგებელ პირებს ადეკვატური განათლება და ცოდნა ჰქონდეთ იმისათვის, რომ მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები შესაბამისი ხარისხის იყოს, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და ქალაქის იერსახე ისეთი იყოს, რომ ნორმალური საცხოვრებელი გარემო არსებობდეს. იმსჯელეს სივრცით მოწყობასთან, მშენებლობასთან და არქიტექტურასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

რომან კაკულიას განცხადებით, კომიტეტი მაქსიმალურად იყენებს საპარლამენტო არდადეგებს იმისათვის, რომ გაიმართოს კონსულტაციები, როგორც კერძო სექტორთან ასევე დარგის სპეციალისტთა ფართო სპექტრთან, რათა საშემოდგომო სესიისთვის კანონპროექტი მაქსიმალურად დაიხვეწოს და მომზადდეს პარლამენტში განსახილველად.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ თაობაზე სამუშაო შეხვედრები გრძელდება, 2017 წლის 13 ივლისი